კოვიდინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი 3.28%-ია
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 4 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 3.28%-ია. უწყების ინფორმაციით, ბოლო 14 დღის განმავლობაში, დადებითობის მაჩვენებელი 3.98% იყო, ხოლო ბოლო 7 დღის განმავლობაში - 3.74%.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერატიული შტაბის ცნობით, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 602 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ნტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 335 კვლევა ტესტით, მათ შორის 10 591 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 744 PCR ტესტით. 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 569 პირი, ხოლო ჯამში, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 252 815-მდე. 24 საათში კორონავირუსით გარდაიცვალა 11 ადამიანი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ვირუსს ჯამში 3 269 პირი ემსხვერპლა.

შეგახსენებთ, რომ დადებითობის მაჩვენებელი ნიშნავს, ტესტირებულთა საერთო რაოდენობის რამდენ პროცენტს დაუდგინდა კორონავირუსი. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, სწორედ ამ მაჩვენებელზეა დამოკიდებული ქვეყანაში იმ შეზღუდვების მოხსნა ან შემსუბუქება, რომელიც ქვეყანაში ამ დრომდე მოქმედებს.

| Print |
FaceBook Twitter Google