მასწავლებლების ვაქცინაცია დადგენილი წესის თანახმად განხორციელდება -ამირან გამყრელიძე
მასწავლებლების ვაქცინაცია დადგენილი წესის თანახმად განხორციელდება და მას თავისი დრო აქვს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„ჩვენ ახალ ველოსიპედს არ ვიგონებთ, ჩვენი პრიორიტეტიზაცია ეყრდნობა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის და ყველა განვითარებული ევროპული ქვეყნის რეკომენდაციებს, სადაც თითქმის ყველგან უპირველესად იცრებიან ჯანდაცვის მუშაკები. მასწავლებლებიც გარკვეულად მოწყვლადი ფენაა, რომლებიც აიცრებიან იმ პრიორიტეტიზაციის შემდეგ და ეს არის გეგმაში გაწერილი – ე.წ. სპეციალური ჯგუფები; ეს გახლავთ მასწავლებლები, პოლიცია, ისინი, ვინც წინა ხაზზე არიან. პირველ რიგში აიცრებიან მასწავლებლები ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით, 65-წელზე ზემოთ, რადგან მოგეხსენებათ, ვაქცინაციის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულებაა, გარდა იმისა რომ მოახდინოს ინფექციის გავრცელების შეკავება, ამავე დროს, რომ დავიცვათ ყველაზე უფრო მოწყვლადი, ანუ ხანდაზმული მოსახლეობა ფატალური გართულებებისაგან“, – განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google