პირბადის სწორად და ყველგან ტარება ძალიან მნიშვნელოვანია - ამირან გამყრელიძე
პირბადის ტარების მაჩვენებელს 95 პროცენტამდე თუ გავზრდით, მაისისთვის ყოველდღიურ შემთხვევათა რიცხვი შემცირდება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არსებული პროგნოზით, საქართველო პირბადის ტარების მაჩვენებლით 42-დან 72 პროცენტამდე ავიდა.
„გუშინ წინ განახლდა კიდევ „ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტის“ მონაცემები. ჩვენ ისევ ვრჩებით 72 პროცენტზე პირბადის ტარების მაჩვენებლით. ეს კარგია. 45-დან ავედით 72-ზე. მაგრამ იქ არის პროგნოზი, თუ ავალთ 95 პროცენტზე, მაშინ მაისისთვის ყოველდღიურ შემთხვევათა რიცხვს შევამცირებთ და გვექნება ათეულების ფარგლებში, 10, 20, 30, დაახლოებით ამ ფარგლებში. ამიტომ, ეს მარტივი ღონისძიებაა, რომელიც უნდა გაითავისოს თითოეულმა ადამიანმა. პირბადის სწორად ტარება დღეს გახლავთ ყველაზე ძლიერი პრევენციული საშუალება, მისი ყველგან ტარება არის ყველაზე მნიშვნელოვანი.“- განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google