კახეთში კორონავირუსის 15 შემთხვევა გამოვლინდა
კახეთის რეგიონში ბოლო 12 საათში, კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საერთო ჯამში, რეგიონის მასშტაბით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 11 151- ს მიაღწია.
მუნიციპალიტეტების მიხედვით განახლებული ეპიდსტატისტიკა ასე გამოიყურება: ახმეტა-737, გურჯაანი-2493, დედოფლისწყარო -772, თელავი -2491, ლაგოდეხი - 1542, საგარეჯო -1377, სიღნაღი-807 და ყვარელი -933.

ბოლო მონაცემებით, კახეთში ვირუსი 10 462 პაციენტმა დაამარცხა, 107 მოქალაქე კი გარდაიცვალა.

| Print |
FaceBook Twitter Google