კორონავირუსის 544 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, ბოლო 24 საათში საქართველოში ვირუსით ინფიცირების 544 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

მისივე თქმით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 244 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 615 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 629 PCR ტესტით. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 263 601-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 9 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.98%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.64%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.41%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 469 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 255 385-მდე.

| Print |
FaceBook Twitter Google