საქართველოში კიდევ 10 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას ინფორმაციით,ბოლო 24 საათში საქართველოში 10 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 264,158 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 256,024, გარდაიცვალა კი 3,321 პაციენტი. კარანტინის რეჟიმშია 386, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 2 083. კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 290 მოქალაქე.

| Print |
FaceBook Twitter Google