გურჯაანის პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის რაიონულ სამმართველოებში გადაადგილებები გრძელდება. საგარეჯოს შემდეგ ახალი უფროსი ჰყავს გურჯაანის რაიონულ სამმართველოსაც.
თანამდებობაზე 34 წლის ბესიკ აფაქიძე დაინიშნა. მან ივანე პაპოშვილი ჩაანაცვლა.

აფაქიძე 2017 წლიდან ამ დრომდე ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო.







| Print |
FaceBook Twitter Google