თელავი-ყვარლის გზაზე ავარიის შედეგად მგზავრები დაშავდნენ, ორი მცირეწლოვანია
თელავი- ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად რამდენიმე მგზავრი დაშავდა, მათ შორის ორი მცირეწლოვანია.
გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ერთმანეთს მერსედესისა და ჯიპის მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს. 

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და  ექსპერტ- კრიმინალისტები მუშაობენ.



| Print |
FaceBook Twitter Google