ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 126 კოვიდინფიცირებული იმყოფება
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 507 ახალი შემთხვევიდან, ყველაზე მეტი 191 თბილისში დაფიქსირდა.
რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარაში - 19, იმერეთში - 108, ქვემო ქართლში - 26, შიდა ქართლში - 40, გურიაში - 20, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 46, კახეთში - 40, მცხეთა-მთიანეთში - 5, სამცხე-ჯავახეთში - 9, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 3.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 619, საიდანაც: 2 045 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 910, აჭარაში - 165, იმერეთში - 454.
მძიმე პაციენტია 438 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 126 პირი, 284 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 2 290 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 304 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 12 169 ადამიანი.

| Print |
FaceBook Twitter Google