რისკ ჯგუფის მასწავლებლებს შესაძლებლობა ექნებათ დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ
განათლების სამინისტრო რისკ ჯგუფში მყოფ მასწავლებლებს შესაძლებლობას აძლევს, კონკრეტულად მათი საგანი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდეს. ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სკოლაში ვირუსის დაფიქსირების შემთხვევაში, რაიონული ჯანდაცვის ცენტრები მიიღებენ გადაწყვეტილებას, კონკრეტული კლასი გადავიდეს დისტანციურ სწავლებაზე თუ მთლიანად სკოლა.
„მთელი ქვეყნის მასშტაბით, სამინისტრო შესაძლებლობას აძლევს რისკ ჯგუფში მყოფ მასწავლებლებს, თუ მათ აქვთ ჯანმრთელობის მოწყვლადი მდგომარეობა, შესაძლებელია კონკრეტულად მათი საგანი გადავიდეს დისტანციურ სწავლებაზე. ეს არის წერტილოვანი მართვა სკოლების, როდესაც იმ შემთხვევაში, თუ ვირუსი დაფიქსირდება სკოლაში, ეს იქნება მოსწავლე, მასწავლებელი თუ სკოლის ადმინისტრაცია, ამ შემთხვევაში ერთვება რაიონული ჯანდაცვის ცენტრები და მიიღებს გადაწყვეტილებას კონკრეტული კლასი გადავიდეს დისტანციურ სწავლებაზე თუ მთლიანად სკოლა“, - განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google