კორონავირუსის 535 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge -ს მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 535 ადამიანს დაუდასტურდა, 757 კი გამოჯანმრთელდა.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 27 187 ტესტი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.97%. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 265 200 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 257 441, გარდაიცვალა 3 343 პაციენტი.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

| Print |
FaceBook Twitter Google