ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 110 კოვიდინფიცირებული იმყოფება
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 535 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 201 თბილისში გამოვლინდა.
რეგიონების მიხედვით ეპირსიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარა - 28, იმერეთი - 101, ქვემო ქართლი - 36, შიდა ქართლი - 40, გურია - 32, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 42, კახეთი - 36, მცხეთა-მთიანეთი - 10, სამცხე-ჯავახეთი - 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 390, მძიმე პაციენტია 429 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 110 პირი, 277 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 2 109 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 226 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 11 782 ადამიანი.

| Print |
FaceBook Twitter Google