დღეს მირქმაა
მართლმადიდებლური ეკლესია დღეს მირქმის, უფლისადმი მიგებების დღესასწაულს აღნიშნავს. მირქმა - ღვთისადმი მიგებების დღესასწაული, უფლის 12 დღესასწაულთა შორისაა.

იუდეველთა წესის მიხედვით, პირველშობილი ყრმა მე-40 დღეს ტაძარში მიყავდათ და ღვთისთვის მსხვერპლს სწირავდნენ. წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს ყრმა იესო, ღვთისმშობელმა მარიამმა და მართალმა იოსებმა ტაძრად მიიყვანეს, რათა უფლისთვის ძღვენი შეეწირათ.

წმინდა სვიმეონმა, ვისაც უფლისგან განცხადებული ჰქონდა, რომ არ გარდაიცვლებოდა, სანამ ყრმა იესოს არ იხილავდა, იცნო ტაძარში მიყვანილი მაცხოვარი, რომელსაც იგი, ანგელოზის სიტყვისამებრ, სამნახევარ საუკუნეზე მეტხანს ელოდა. წმინდა სვიმეონი იესოს კრძალვით მიეგება, თავის მკლავზე მიირქვა და განაცხადა: "აწ განუტევე მონაი შენი მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა. მშვიდობით, რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარებაი შენი".

ყრმა იესოს მიეახლა წმინდა ანა, ფანუელის ასული, ოთხმოცდაათი წლის ქვრივი, რომელმაც მხოლოდ შვიდი წელი იცხოვრა ქმართან და მისი გარდაცვალების შემდეგ ტაძარს არ განშორებია. დღეებს მარხვასა და ლოცვაში ატარებდა და მოელოდა მეუფეს ისრაელისას. მანაც თაყვანი სცა ყრმას და სვიმეონთან ერთად იერუსლიმის ტაძარში მაცხოვრის შემობრძანებას ქადაგებდა.

ამ ფაქტის შემდეგ წმინდა სვიმეონი მალევე გარდაიცვალა. აღესრულა წმინდა ანაც

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები მირქმა /