სასწავლო პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით საკლასო ოთახებში დაიწყო
დღეიდან, საქართველოს მასშტაბით, სწავლა ყველა სკოლაში დაიწყო. განათლების სამინისტრომ სკოლების ადმინისტრაციებს სავალდებულო რეკომენდაციები უკვე გაუგზავნა.

ყველგან, დაწყებული მე-5 კლასიდან ზემოთ, მოსაწავლეებისა და სკოლის თითეული თანამშრომლისთვის სავალდებულოა პირბადის ტარება. ასევე სავალდებულოა კოვიდ 19-ზე პედაგოგების ინტენსიური ტესტირება. ყველა საჯარო სკოლა აღჭურვილია ვირუსის პრევენციისთვის საჭირო რესურსით. სკოლებში დარიგდა სადეზინფექციო ხსნარები, თერმოსკრინინგის აპარატები, დეზობარიერები. მოწესრიგდა სველი წერტილები. ამ ეტაპზე სკოლებში არ გაიხსნება ბუფეტები. არც წრეების მუშაობა განახლდება.

განათლების სამინისტრომ მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებისა და მშობლებისთვის, განახლებული რეკომენდაციები შეიმუშავა. მშობელს საშუალება აქვს განცხადების საფუძველზე, მოსწავლისთვის ისევ დისტანციური სწავლების მეთოდი აირჩიოს. ასევე რისკ ჯგუფის მასწავლებლებს შესაძლებლობა აქვთ მათი საგანი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდეს. იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელს ან მოსწავლეს კორონა ვირუსი დაუდასტურდება, შესაბამისი ორგანოები იმსჯელებენ, მთლიანად სკოლა გადავა ონლაინ სწავლებაზე, თუ კონკრეტული კლასი.

| Print |
FaceBook Twitter Google