კორონავირუსის კიდევ 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 165 ადამიანს დაუდასტურდა, 639 კი გამოჯანმრთელდა.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 9 197 კვლევა ჩატარდა, მათ შორის 6 208 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 989 PCR ტესტით. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 265 722 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 258 732, გარდაიცვალა 3 363 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმშია 238, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 1 932. კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 232 მოქალაქე.

| Print |
FaceBook Twitter Google