ქვეყანაში ეპიდაფეთქება რომ არ გამეორდეს, უნდა ვიყოთ ფრთხილად - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო კვირების განმავლობაში ტესტირება 49 777 პედადგოგს ჩაუტარდა და დადებითობის მაჩვენებელი მხოლოდ 0.2 პროცენტია.
მისივე თქმით, გამოკვლეულია 20 000-მდე ტაქსის მძღოლი, სადაც დადებითობის მაჩვენებელი დაახლოებით 0, 5 პროცენტია, ბაზრობის მოვაჭრეებში 0.4, რელიგიის მსახურებში 1, მოლებსა სავაჭრო დიდ ცენტრებში 0.2 მეათედი.
„ვატყობთ, რომ შესაბამისი რეკომენდაციები არის დაცული, მაგრამ ხაზს ვუსვამ, არ უნდა გავთამამდეთ. უნდა ვიყოთ ძალიან მორიდებული და ფრთხილი
მიუხედავად იმისა, რომ დღეს რესტორნების ღია სივრცეები გაიხსნა, გარკვეული პერიოდის, დაკვირვების შემდეგ ალბათ თავად რესტორნებიც გაიხსნება, არ უნდა გავთამამდეთ და უარი უნდა ითქვას გარკვეული და საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დიდ თავყრილობებზე, იქნება სამხიარულო, ჭირის, თუ სამეცნიერო. ყველანაირ თავყრილობაზე უარი უნდა ითქვას, რადგან ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მომატებული რისკ-ფაქტორი ინფექციის გავრცელების. ამიტომ, გთხოვთ, ამაზე ხშირად გამახვილდეს ყურადღება. გარდა იმისა, რომ აღსრულებას უყურებს შესაბამისი ორგანიზაციები, თვითშეგნება და ადამიანების დამყოლობა არის მთავარი“, – აღნიშნა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google