კოვიდინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2%-მდე ნარჩუნდება
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 15 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.79%, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 3%, ხოლო 7 დღის განმავლობაში - 2.5%.
დადებითობის მაჩვენებელი ნიშნავს, ტესტირებულთა საერთო რაოდენობის რამდენ პროცენტს დაუდგინდა კორონავირუსი. სწორედ ამ მაჩვენებელზეა დამოკიდებული იმ შეზღუდვების მოხსნა ან შემსუბუქება, რომლებიც ქვეყანაში ამ დრომდე მოქმედებს. სტაბილური ეპიდვითარების პირობებში, დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს არ უნდა აღემატებოდეს. ცნობისთვის, 14 თებერვლის მონაცემებით, დღიური მაჩვენებელი 1.85% იყო.

| Print |
FaceBook Twitter Google