ლაგოდეხში შვილმა დედა დაჭრა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ განჯალაში შვილმა დედა ცივი იარაღით მუცლის არეში დაჭრა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

დაჭრილი ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ლაგოდეხის “არქიმედეს” კლინიკაში მოათავსა. მას სასწრაფო ოპერაცია ამ წუთებში უტარდება. ექიმების თქმით, დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
როგორც speqtri.ge-ს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

პოლიციას დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი დადგენილი ჰყავს და ის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება.
| Print |
FaceBook Twitter Google