სკოლების შემოწმება და მონიტორინგი შემთხვევითი პრინციპით მოხდება - ეკატერინე დგებუაძე
სკოლების გახსნის შემდეგ, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მონიტორინგი პერმანენტულად გაგრძელდება. ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა.

“სკოლების მონიტორინგის აწყობილი სისტემა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ დავამტკიცეთ მონიტორინგის შეფასების ინსტრუმენტი. განისაზღვრა მონიტორინგზე პასუხისმგებელი მხარეები და შესაბამისად, ეს პროცესი ყოველდღიურად გაგრძელდება. მათ შორის საგანმანათლებლო რესურსცენტრებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ევალებათ მონიტორინგის განხორციელება. რა თქმა უნდა, ერთ დღეს 2082 სკოლაში წარმოუდგენელია მონიტორინგის ჩატარება, შესაბამისად, შემთხვევით შერჩევით ყოველდღიურად მოხდება სკოლების მონიტორინგი”, – განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google