პირველი მარტიდან დასაქმებულების ნამუშევარი საათების აღრიცხვა იწყება
პირველი მარტიდან დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულის სამუშაო საათები აღრიცხოს. ამის შესახებ ცვლილება საქართველოს შრომის კოდექსში შევიდა.
სამუშაო დროის აღრიცხვა სპეციალურ ფორმაში უნდა მოხდეს ერთჯერადად, ყოველი თვის ბოლოს ან/და პერიოდულად, მთელი თვის განმავლობაში. ფორმის დახურვის თარიღი დგინდება დამსაქმებლის მიერ, მომდევნო თვის 10 რიცხვამდე.

ცვლილებების თანახმად, დასაქმებული უფლებამოსილია დამსაქმებლისგან მოითხოვოს, მის მიერ ნამუშევარი საათების აღრიცხვის დოკუმენტის გაცნობა, აღნიშნული დოკუმენტი უნდა ინახებოდეს დამსაქმებელთან, ან მის მიერ განსაზღვრულ სტრუქტურულ ქვედანაყოფში/პირთან 1 წლის განმავლობაში.

| Print |
FaceBook Twitter Google