კახეთში ჰაერის ტემპერატურა -4 გრადუსამდე დაიკლებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,დღეს კახეთში ცივი ამინდია მოსალოდნელი. უწყების ინფორმაციით უმეტეს რაიონში მოთოვს.
თოვლია მოსალოდნელი გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +4 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +4 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში მოთოვს. დღის განმავლობაში +5 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -4 გრადუსია მოსალოდნელი. +4 გრადუსი და თოვლია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი -3 გრადუსი იქნება.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები თოვლი / კახეთი /