გომბორის გზაზე დაბალი გამავლობის მანქანებისთვის მოძრაობა აიკრძალა
გომბორის უღელტეხილზე ინტენსიურად თოვს და ამ დროისთვის ჰაერის ტემპერატურა -4 გრადუსს აღწევს.
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე საპატრულო პოლიციამ შეზღუდვები დააწესა, მსუბუქი გამავლობის მანქანებს გადაადგილება ეკრძალებათ.

-„მაღალი გამავლობის მანქანები გადაადგილდებიან მხოლოდ, თუმცა აუცილებელია ზამთრის საბურავები. შუამთის გადასახვევთან და გომბორის „ტეკთან“ პუნქტია მოწყობილი და უღელტეხილზე დაბალი გამავლობის მანქანებს აღარ უშვებენ. გზა ინტენსიურად იწმინდება, 2 ბულდოზერი მუშაობს და 4 მანქანა აყრის ქვიშა მარილს, „- განუცხადა speqtri.ge-ს თელავის საგზაო სამმართველოს უფროსმა თამაზ აბდულაშვილმა.

უღელტეხილზე არსებულ მდგომარეობას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს.


| Print |
FaceBook Twitter Google