გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს კახეთში კვლავ თოვლიანი
ამინდი იქნება. უწყების ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დღის
განმავლობაში +1 გრადუსამდე გათბება.
თოვლია მოსალოდნელი გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +1 გრადუსამდე
გათბება, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება ლაგოდეხშიც ჰაერის
ტემპერატურა დღის განმავლობაში +1 გრადუსი იქნება, ღამით კი -4
გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია თოვლი. მოთოვს თელავშიც, სადაც
დღის განმავლობაში +1 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -6 გრადუსია
მოსალოდნელი. +1 გრადუსი და თოვლია ნავარაუდევი სიღნაღში, ღამით კი -5
გრადუსი იქნება.
მასალის გამოყენების პირობები