კორონავირუსის 365 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 365 ადამიანს დაუდასტურდა, 539 კი გამოჯანმრთელდა.
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 17188, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 9866, PCR ტესტით - 7322. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 267 313 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 260 266, გარდაიცვალა 3 399 პაციენტი.

| Print |
FaceBook Twitter Google