პარლამენტი ახალ პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობას ორ კვირაში გამოუცხადებს
პრემიერ -მინისტრის გადადგომის შემთხვევაში, საქართველოს კონსტიტუციის 56-ე მუხლის თანახმად, მას უფლებამოსილება გადადგომისთანავე უწყდება.
მისი გადადგომის, ან მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტის შემთხვევაში, მთავრობა განაგრძობს მოვალეობის შესრულებას ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე. პარლამენტი მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან, აგრეთვე პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან, ან უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტიდან ორი კვირის ვადაში ნდობას უცხადებს პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას.

მთავრობის შემადგენლობასთან ერთად პარლამენტს წარედგინება სამთავრობო პროგრამა. ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა.

| Print |
FaceBook Twitter Google