ნიკანორ მელიას დაკავება დროებით გადაიდო - შსს
შინაგან საქმეთა სამინისტრო პრემიერ - მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.“-აღნიშნულია განცხადებაში .

შეგახსენებთ, რომ დღეს გამართულ ბრიფინგზე გიორგი გახარაიმ გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა. მისი თქმით ეს გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ ნიკანორ მელიასთან დაკავშირებით მისი და გუნდის შეხედულებები ერთმანეთს არ ემთხვევა.

| Print |
FaceBook Twitter Google