თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის მონაკვეთზე მოძრაობა თავისუფალია
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის კმ20-კმ122 მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტორტანსპორტის მოძრაობა აღდგა.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
| Print |
FaceBook Twitter Google