კახეთში მზიანი ამინდი იქნება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს კახეთში მზიანი ამინდი იქნება. უწყების ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +2 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. ლაგოდეხში მზიან ამინდს პროგნოზირებენ, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +3 გრადუსი იქნება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. ასევე მზიანი დღეა მოსალოდნელი თელავშიც, სადაც დღის განმავლობაში +1 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -5 გრადუსია მოსალოდნელი. +1 გრადუსი და მცირე მოღრუბლულობაა სიღნაღში, ღამით კი -3 გრადუსი იქნება.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ამინდი / კახეთი /