ბოლო ერთი კვირის მანძილზე კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი 2.3 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ქვეყანაში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 2.3 პროცენტს შეადგენს.
გუშინ საქართველოში ვირუსის კიდევ 365 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 539 პაციენტი. ამ დროისთვის კარანტინში იმყოფება 252 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 1 869, კლინიკურ სასტუმროში კი, 248 პაციენტი რჩება. გუშინ, კიდევ ცხრა კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

| Print |
FaceBook Twitter Google