ირაკლი ღარიბაშვილს საპარლამენტო კომიტეტები შაბათ-კვირას მოუსმენენ
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განაცხადებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის საკომიტეტო მოსმენები შაბათ-კვირას გაიმართება.

„დღეს პარლამენტში ველოდებით, რომ შემოვა ოფიციალური წერილი ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრად წარდგენასთან დაკავშირებით. საღამოს არის ჩანიშნული პარლამენტის ბიუროს სხდომა, რომელზეც ეს წერილი ოფიციალურად დარეგისტრირდება და შემდეგ შაბათ-კვირა გამოყენებული იქნება გაერთიანებული საკომიტეტო მოსმენებისათვის, რათა კანდიდატსა და მის სამთავრობო პროგრამას მოვუსმინოთ, ხოლო ორშაბათიდან იქნება როგორც ფრაქციასთან, ასევე პოლიტიკურ ოპოზიციურ ჯგუფებთან შეხვედრა და პლენარულ სხდომაზე უკვე დამტკიცდება. მთავრობის დასამტკიცებლად საჭირო არის სიითი შემადგენლობის 76 ხმა“, - განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google