საქართველოს მოქალაქეები ლეგალურად დასაქმებას სხვა ქვეყნებშიც შეძლებენ
საქართველოს ემიგრანტთა ასოციაციის ხელმძღვანელის ლევან სიმონიშვილის განცხადებით, გერმანიის შემდეგ, საქართველოს მოქალაქეები მალე ოფიციალურად დასაქმებას კიდევ ორ ქვეყანაში - ისრაელსა და საფრანგეთში შეძლებენ.
„გერმანიასთან წარმატებული მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების გზით მოლაპარაკებების იწყებენ საფრანგეთთან და ისრაელთან, როგორც მოგეხსენებათ ისრაელთან ლეგალური დასაქმების გეგმასთან ერთი ნაბიჯი გვაშორებს და ამ ეტაპებს ისრაელში გართულებული პანდემია უშლის ხელს. გერმანიის და ისრაელის შემდეგ, შემდეგი მიმართულება იქნება საფრანგეთი, ამ სიებს სულ მალე ევროპის კიდევ რამდენიმე წევრი ქვეყანა დაემატება. დამატებით სიახლეებს სულ მალე გაგაცნობთ “- წერს საქართველოს ემიგრანტთა ასოციაციის ხელმძღვანელი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის გერმანიაში დროებით ლეგალურად დასაქმებაზე რეგისტრაცია 15 თებერვლიდან დაიწყო.

| Print |
FaceBook Twitter Google