საქართველოში კიდევ 19 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში საქართველოში 19 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.
საერთო ჯამში საქართველოში კორონავირუსის 268097 შემთხვევაა დადასტურებული, 261066 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3425 კი გარდაიცვალა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

| Print |
FaceBook Twitter Google