განათლების მინისტრად მიხეილ ჩხენკელი წარადგინეს
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრობის ახალი კანდიდატები დაასახელა.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, პარლამენტის მხარდაჭერის შემთხვევაში, კვლავ მიხეილ ჩხენკელი იქნება და ის ამ პოსტს “ქართული ოცნების” მმართველობის დროს მეოთხედ დაიკავებს. მიხეილ ჩხენკელი განათლების მინისტრად პირველად 2017 წლის 13 ნოემბერს, მეორედ კი 2019 წლის 13 ნოემბერს დაინიშნა, მესამედ მის კანდიდატურას კენჭი პარლამენტმა მაშინ უყურა, როდესაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მინისტრთა კაბინეტი ახლადარჩეულ საკანონმდებლო ორგანოს, იუსტიციის მინისტრის გამოკლებით, უცვლელი შემადგენლობით წარუდგინა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტი ახალ პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის შემადგენლობას ორშაბათს დაამტკიცებს.

| Print |
FaceBook Twitter Google