გურჯაანში დაკეტილ საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა
ქალაქ გურჯაანში, "ვაშლების უბანში" დაკეტილ საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ერთსართულიანი სახლის სახურავს გაუჩნდა.
როგორც speqtri.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლოკალიზებულია და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. 

ადგილზე ხუთი სახანძრო ბრიგადა იმყოფება, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.


| Print |
FaceBook Twitter Google