მელიას საქმეზე, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე ვმუშაობთ - ვახტანგ გომელაური
შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის, ვახტანგ გომელაურის თქმით, ნიკა მელიას საქმეზე, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე მუშაობენ, დღეს აღსრულდება, ხვალ, ერთი თვის შემდეგ თუ სამ დღეში, შეზღუდული არ არის.
„ვადების ოფიციალურად გადადება არ არსებობს. არის განჩინება სასამართლოსი და შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ განჩინების აღსრულება დაეკისრა. ამას ჩვენ დღეს აღვასრულებთ, ხვალ, ერთი თვის შემდეგ თუ სამ დღეში, შეზღუდული არ არის. ახლა ვერ ვიტყვი, რომ ერთი, ორი თუ ხუთი დღით გადაიდო. ხომ არ ვამბობ, რომ არ ვიყავით დასაკავებლად მისული?! ვერ გეტყვით ზუსტად, როდის აღსრულდება, ვმუშაობთ“, - განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google