კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოში 112 მილიონს გადააჭარბა
პლატფორმა worldometers-ის ინფორმაციით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 112 მილიონს გადააჭარბა.

მათი ინფორმაციით, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით 2 479 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 87 371 000-ს შეადგენს. ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ - 19-ით ინფიცირების 22.1 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს - რუსეთი, მეხუთეზე კი - გაერთიანებული სამეფოა.



| Print |
FaceBook Twitter Google