გურჯაანის ტექნოპარკი ინოვაციების სააგენტოს უზურფუქტით გადაეცა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ ტექნოპარკი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს უზურფუქტით გადასცა.
მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსის ლადო მუსალბიშვილის განმარტებით, მიწის ნაკვეთი მერიის მფლობელობაში რჩება, ხოლო ტექნოპარკის ფუნქციონირებას ამის შემდეგ სააგენტო გაუწევს ზედამხედველობას.
„ტექნოპარკი აშენდა მსოფლიო ბანკის დაფინანსებით. მიწის ნაკვეთი ეკუთვნის გურჯაანის მერიას . ამჟამად მისი სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის უზურფუქტის ფორმით გადავეცით ააიპი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, ე. ი. მივეცით სარგებლობის უფლება თავისი ვალდებულებებით. ბრძანება უკვე დაწერიალია და ოფიციალური გადაცემა დღეს მოხდება. “

შეგახსენებთ, რომ ტექნოპარკის მშენებლობაზე ორ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.


| Print |
FaceBook Twitter Google