ოპოზიცია კანცელარიასთან 3 საათზე აქციას გამართავს
ოპოზიცია დღეს, 15:00 საათზე კანცელარიასთან აქციას გამართავს. ამის შესახებ, ნაციონალური მოძრაობის წევრმა ხატია დეკანოიძემ განცხადა.
„ყველას მინდა მოგმართოთ, ვინც ახლა ხართ სახლში, უყურებთ ტელევიზორს, ვისაც გადარდებთ ამ ქვეყნისა და ჩვენი ქვეყნის ბედი, მობრძანდით სამ საათზე კანცელარიასთან. აუცილებლად უნდა ვიბრძოლოთ სამშობლოს თავისუფლებისთვის, თავისუფლება ბრძოლის გარეშე არ მოდის, - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით ნაციონალური მოძრაობის ოფისში სპეცრაზმი შევიდა და ნიკა მელია დააკავეს.

| Print |
FaceBook Twitter Google