გიორგი ბოტკოველი გაათავისუფლეს

"ნაციონალური მოძრაობის" კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი ბოტკოველი ხელწერილის საფუძველზე გაათავსუფლეს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.


მისი თქმით, თავდაპირველად პოლიციელებმა ის საპატრულო პოლიციის შენობაში გადაიყვანეს.

„ქართული პოლიცია“ აღარ არსებობს, ეს ადამიანები პოლიციას აღარ წარმოადგენენ. წიხლები გვირტყეს, ძირს გვათრიეს.  ძალადობა გარეთაც გაგრძელდა. ნახეთ, როგორ აკავებდნენ ადამიანებს.  ჩემთან მიმართებით მერე აღმოაჩინეს, რომ თურმე პარლამენტის წევრი ვყოფილვარ. მითხრეს, რომ არ ჰქონდათ ჩემი დაკავების უფლება, თუმცა სამართალდარღვევის ოქმი მაინც შემიდგინეს, რასაც არ დავეთანხმე. როგორც მითხრეს, სასამართლო პროცესი ან გაიმართება ან არ გაიმართება“, - განაცხადა ბოტკოველმა.

 

| Print |
FaceBook Twitter Google