დავით სონღულაშვილი: მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორი ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალი და მთავარი დამსაქმებელია
ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მიუხედავად, არ იცვლება ქვეყნის მთავარი ორიენტირი როგორც სოციალურ-ეკონომიკური, ასევე სახელმწიფო მმართველობის განვითარების კუთხით. ეს ნიშნავს იმას, რომ 4 წლის შემდგომ ევროკავშირის განაცხადის გაკეთება იქნება ნამდვილად სწორი სტრატეგიული არჩევანი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერებისა თუ წინსვლისთვის - განაცხადა საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავდნენ.

მისი განცხადებით, ათწლიანი სამოქმედო გეგმის წარმოდგენა იქნება სტაბილური ეკონომიკური განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი.

„10 წლიანი გეგმის შემუშავების მნიშვნელოვანი კომპონენტი ვფიქრობ, ეკონომიკური ნაწილი იქნება და ჩვენ მზად ვართ ჩავერთოთ მუშაობაში, რათა ბიზნესს, მცირე და საშუალო მეწარმეებს მიეცეთ განვითარების შესაძლებლობა, იმისთვის რომ, მათი ინტერესები და საჭიროებები მაქსიმალურად იქნეს გათვალისწინებული პროგრამაში. ათწლიანი სამოქმედო გეგმის წარმოდგენა იქნება სტაბილური ეკონომიკური განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. რადგან ასეთი გეგმა კერძო სექტორს ფაქტობრივად აძლევს ხედვას როგორ ვითარდება ქვეყანა და აქედან გამომდინარე მათ ეძლევათ შესაძლებლობა, ააწყონ საკუთარი განვითარების გეგმა,” - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას.

დავით სონღულაშვილმა ყურადღება ასევე გაამახვილა საინვესტიციო პოლიტიკასა და მცირე და საშუალო ბიზნესზე, რაც მისი თქმით, საჭირო იქნება საინვესტიციო წყაროების მუდმივი ანალიზი და კონკრეტული, ხშირად ინდივიდუალური გეგმების მომზადება კონკრეტული ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით.
„ყურადღება მინდა გავამახვილო, საინვესტიციო პოლიტიკაზე. გლობალური ეკონომიკის დღევანდელი მდგომარეობა რომ გავითვალისწინოთ, რა თქმა უნდა, მხოლოდ ბიზნესის კეთების სიმარტივე და ის სხვა მექანიზმები, რაც ჩვენ უკვე გვაქვს და რაც საერთაშორისო რეიტინგებში ჩვენი ქვეყნის მაღალ პოზიციებზეც აისახება, არ იქნება საკმარისი და ჩვენი ახალი მიდგომები უნდა გამოვიყენოთ, როგორც გარე ინვესტიციების მოსაზიდად, ასევე შიდა ინვესტირების სტიმულირებისთვის. ამ მხრივ საჭირო იქნება საინვესტიციო წყაროების მუდმივი ანალიზი და კონკრეტული, ხშირად ინდივიდუალური გეგმების მომზადება კონკრეტული ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით. ამასთან მინდა აღვნიშნო, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორი ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალი და მთავარი დამსაქმებელია. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გვაქვს შესაბამისი ხელშეკრულებები ევროკავშირითან, ჩინეთთან და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან, ქართულ ბიზნესს აქვს წვდომა 2 მილიარდზე მეტი მოსახლეობის ბაზართან და ჩვენ აუცილებლად მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ეს პოტენციალი,“ – განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც დავით სონღულაშვილმა თავის გამოსვლაში ისაუბრა მიწის რეგისტრაციაა.
„მე წინა მოწვევის პარლამენტში მუშაობის დროსაც, როცა წარმოვადგენდი გურჯაანის მუნიციპალიტეტს და ახლაც, როცა წინასაარჩევნო პერიოდში მქონდა კომუნიკაცია და ვხვდებოდი კახეთის უკვე 4 მუნიციპალიტეტის მოსახლეობას დავინახე, რომ რეგისტრაციის პრობლემა, როცა არსებობს მიწები, რომელთა სტატუსი გაურკვეველია, აფერხებს მიწის რესურსის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებასაც. ხშირად გლეხები იყენებენ წლობით მიწებს, მაგრამ ვერ არეგისტრირებენ და ეს რა თქმა უნდა აძნელებს მათ სრულფასოვან გამოყენებას. აი, მაგალითად, რამდენიმე წელია დაწყებულია ვენახების კადასტრის შექმნის პროცესი, რომელიც ასევე სხავადასხვა მიზეზის გამო ჯერ არ დასრულებულა და ჩვენ ისევ გვაქვს ვენახები, რომელსაც ფერმერები ვერ იყენებენ სრულად და გვრჩება ყურძენი, რომელიც არ არის ეკონომიკურ პროცესებში ჩართული. ეს დიდი პრობლემაა მთლიანად კახეთისთვის. ამიტომ კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ, რომ მიწის რეგისტრაცია, რაც ასევე აღნიშნული იყო პროგრამაში და მათ შორის ვენახების კადასტრის პროცესის დასრულება არის მართლაც პრიორიტეტული და საჩქარო საკითხი, რაზეც მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა უნდა იმუშაოს,“ - აღნიშნა პარლამენტის წევრმა.

დავით სონღულაშვილი საქართველოს პარლამენტის მე-9 და მე-10 მოწვევის პარლამენტის აქტიური წევრია, რომელიც 2019-2020 წლებში საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს თავმჯდომარეობდა, ხოლო ამჟამად დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეა.

[R]
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
თელავის მუნიციპალიტეტში წარმოებულ ქათმის ფილეს ნიმუშებში,
ლაბორატორიული კვლევის შედეგად, პათოგენური მიკროორგანიზმი სალმონელა,
სეროტიპი გამოვლინდა.
თელავის მუნიციპალიტეტში წარმოებულ ქათმის ფილეს ნიმუშებში, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, პათოგენური მიკროორგანიზმი სალმონელა, სეროტიპი გამოვლინდა.
15:13 / 24.04.2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საპროტესტო აქციების
მონაწილეთა მცირე რაოდენობიდან გამომდინარე, პარლამენტის მიმდებარე
ტერიტორიაზე გზის გადაკეტვის აუცილებლობა აღარ არის.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საპროტესტო აქციების მონაწილეთა მცირე რაოდენობიდან გამომდინარე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გადაკეტვის აუცილებლობა აღარ არის.
14:19 / 24.04.2024
თიბისი კაპიტალი Global Finance-მა, საქართველოში საუკეთესო
საინვესტიციო ბანკად დაასახელა.
თიბისი კაპიტალი Global Finance-მა, საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა.
12:07 / 24.04.2024
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მოამზადა პაკეტი,
რის თანახმადაც, გზისპირა ზონებში გადამზიდველების შემოწმების მიზნით
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონს ახალი ნორმები ემატება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მოამზადა პაკეტი, რის თანახმადაც, გზისპირა ზონებში გადამზიდველების შემოწმების მიზნით „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონს ახალი ნორმები ემატება.
13:46 / 23.04.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 15 / 28 °C
img
საგარეჯო 14 / 26 °C
img
დ.წყარო 12 / 22 °C
img
სიღნაღი 14 / 29 °C
img
ლაგოდეხი 15 / 24 °C
img
ყვარელი 15 / 28 °C
img
თელავი 16 / 27 °C
img
ახმეტა 14 / 27 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.