უმაღლესი სასწავლებლები აუდიტორიებში სწავლას 15 მარტიდან განაახლებენ
მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით უმაღლეს სასწავლებლებში, სასწავლო პროცესი 15 მარტს განახლდება.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები კლინიკური, ლაბორატორიული საქმიანობის აღდგენას და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარებას შეძლებენ პირველი მარტიდან, ხოლო სასწავლო პროცესს აუდიტორიებში განაახლებენ 15 მარტიდან. სასკოლო წრეები ასევე განახლდება 15 მარტიდან“, -განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google