ვაზიანი-გომბორი-თელავის მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გომბორის წრიული-შუა მთის მონასტრის გადასახვევის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

„დაბალი ტემპერატურის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-38) ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ1-კმ62 (გომბორის წრიული-შუა მთის მონასტრის გადასახვევი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა,“ - განმარტავენ დეპარტამენტში.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ლიპყინული /