საქართველოში სარკინიგზო მიმოსვლა აღდგება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს რკინიგზა ფუნქციონირებას 2 დღეში განაახლებს.
მისი თქმით, რკინიგზას გარკვეული მომზადება დასჭირდა, ამიტომ ორ დღეში უკვე განაახლებს მარშრუტებს და გამოაცხადებს განრიგს. „ახლა მთავარია, რომ დადებითი მუხტი შენარჩუნდეს და ეპიდვითარება არ გაგვიუარესდეს“, - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ დღეიდან საქართველოში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა აღდგა.

| Print |
FaceBook Twitter Google