ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია პირველ მარტს იწყება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია პირველ მარტს დაიწყება და 31 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge. ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის საფასური (ერთი გამოცდისათვის) 10 ლარია. ამავე თანხას იხდის სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეც. პრაქტიკოსი მასწავლებლებისათვის დარეგისტრირება უფასოა, ხოლო მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის და მასწავლებლობის მსურველი პირებისათვის რეგისტრაციის საფასურია 50 ლარი.

აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება: რეგისტრაციის პირველ ეტაპზე აბიტურიენტმა უნდა ჩაწეროს სარეგისტრაციო გრაფაში პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი და ჩასაბარებელი საგნები. საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს 15 აპრილის 18:00 საათამდე შეუძლიათ. საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა კი მათ აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, ის პასუხისმგებელია მხოლოდ საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდებზე: www.naec.ge; online.naec.ge და ფეისბუკგვერდზე https://www.facebook.com/www.naec.ge/ განთავსებულ ინფორმაციაზე. დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით ცენტრის ცხელი ხაზის ოპერატორს ნომერზე: (032) 2473333.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველოს პარლამენტში წარადგინეს ქართული ოცნების მიერ ინიცირებული
კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და ასევე ორი
ალტერნატიული კანონპროექტი, რის შემდეგაც კენჭი უყარეს, თუ რომელი
კანონი უნდა აეღოთ საფუძვლად, რომელსაც უკვე პირველი მოსმენით
განიხილავდნენ.
საქართველოს პარლამენტში წარადგინეს ქართული ოცნების მიერ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და ასევე ორი ალტერნატიული კანონპროექტი, რის შემდეგაც კენჭი უყარეს, თუ რომელი კანონი უნდა აეღოთ საფუძვლად, რომელსაც უკვე პირველი მოსმენით განიხილავდნენ.
16:20 / 16.04.2024
“თიბისი დაზღვევამ” და “ენთებმა” თანამშრომლობის მემორანდუმი
გააფორმეს, რომლის ფარგლებშიც “ენთების” პარტნიორ კომპანიებს
შეეძლებათ მიიღონ სპეციალური პირობა თიბისი დაზღვევის პროდუქტების
სრულ სპექტრზე, იქნება ეს ჯანმრთელობის თუ სხვა სადაზღვევო პაკეტები.
“თიბისი დაზღვევამ” და “ენთებმა” თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რომლის ფარგლებშიც “ენთების” პარტნიორ კომპანიებს შეეძლებათ მიიღონ სპეციალური პირობა თიბისი დაზღვევის პროდუქტების სრულ სპექტრზე, იქნება ეს ჯანმრთელობის თუ სხვა სადაზღვევო პაკეტები.
16:14 / 16.04.2024
დღეს, 16 აპრილს, დაახლოებით 12:00 საათიდან პარლამენტში
დღეს, 16 აპრილს, დაახლოებით 12:00 საათიდან პარლამენტში "უცხოური გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი განიხილება. ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, ეს კანონი ანტიქართულია, რადგან ყოფს მოქალაქეებს, აპირისპირებს და საფრთხეს ქმნის ქვეყნის შიგნიდან და გარედან.
16:01 / 16.04.2024
რამდენიმე წუთში პარლამენტში
პლენარულ სხდომაზე წარადგენენ კანონპროექტს „უცხოური გავლენის
გამჭვირვალობის შესახებ“ და ასევე ორ ალტერნატიულ კანონპროექტს,
რომელთა მომხსენებლებსაც ამისათვის 10-10 წუთიანი რეგლამენტი
ექნებათ.
რამდენიმე წუთში პარლამენტში პლენარულ სხდომაზე წარადგენენ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და ასევე ორ ალტერნატიულ კანონპროექტს, რომელთა მომხსენებლებსაც ამისათვის 10-10 წუთიანი რეგლამენტი ექნებათ.
15:27 / 16.04.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი-საგარეჯოს მაგისტრალური გზის 31 კმ-იანი და ბაკურციხე-წნორის 16.6 კმ-იანი მონაკვეთების მშენებლობა გრძელდება.
16:04 / 23-02-2024
ქალაქ გურჯაანში 2023 წლის 15 ივნისს მომხდარი სტიქიის შემდეგ თითქმის რვა თვეა გასული. სტიქიის შედეგად დაზიანდა როგორც ქალაქის ცენტრალური ნაწილი და მისი გარეუბნები, ასევე შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენი-კაბალის გზაც. დროში გაწელილი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების გამო გურჯაანის მოსახლეობა წუხს.
18:17 / 09-02-2024
სხვა ამბები
“ქართული ოცნებიდან” კანონპროექტის ავტორები ამბობენ, რომ ხელმძღვანელობენ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, 1938 წელს მიღებული კანონის, FARA-ს (*უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი) პრინციპით.
15:32 / 05-04-2024
„ქართული ოცნება“ კვლავ აინიცირებს ე.წ აგენტების, იგივე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს. ამის შესახებ საზოგადოებისთვის დღეს, 3 აპრილს გახდა ცნობილი.
12:28 / 03-04-2024
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ (TI) განცხადებით, თუკი პარლამენტი მხარს დაუჭერს საარჩევნო კოდექსში ცვლილების კანონპროექტს, იზრდება საფრთხე იმისა, რომ ამომრჩეველთა მიერ გამოხატული ნება ადეკვატურად არ აისახოს მანდატებში.
15:41 / 26-03-2024
"საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია" მიუხედევად იმისა, რომ ასე იწყება "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონის მეორე მუხლი, გენდერული დისკრიმინაცია და უთანასწორობა ჩვენს ქვეყანაში სხვა გამოწვევებს შორის ერთ-ერთი მთავარია.
14:02 / 15-03-2024
თიბისიმ ახალი თაობისთვის ახალი პროექტი, „თიბისის განათლების სივრცე” შექმნა. პროექტის ფარგლებში, საქართველოს ყველა რეგიონის სკოლებში მრავალფუნქციური სივრცეების მოწყობა იგეგმება, სადაც მოსწავლეებს შეეძლებათ დაკავდნენ მრავალფეროვანი, კლასგარეშე აქტივობებით და გაიღრმავონ ცოდნა მათთვის საინტერესო მიმართულებით.
16:02 / 07-03-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 11 / 24 °C
img
საგარეჯო 12 / 23 °C
img
დ.წყარო 10 / 22 °C
img
სიღნაღი 11 / 24 °C
img
ლაგოდეხი 11 / 21 °C
img
ყვარელი 11 / 24 °C
img
თელავი 12 / 24 °C
img
ახმეტა 12 / 24 °C
img
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.