ავარიას ახალსოფელში ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, “ოპელის” მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბეტონის კონსტრუქციას დაეჯახა. მრავლობითი დაზიანებების შედეგად მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ავარია / ყვარელი /