კორონავირუსის კიდევ 373 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge-ს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 373 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 542 პაციენტი.
საერთო ჯამში, საქართველოში კორონავირუსის 270510 შემთხვევაა დადასტურებული. 264 589 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3499 კი გარდაიცვალა. შეგახსენებთ, რომ ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

| Print |
FaceBook Twitter Google