PCR-ტესტის ნეგატიური პასუხით დღეიდან რომელი ქვეყნის მოქალაქეები შეძლებენ საქართველოში შემოსვლას
PCR-ტესტის უარყოფითი პასუხით საქართველოში შემოსვლა დღეიდან კიდევ რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეებს შეეძლებათ.
იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა შეუძლიათ PCR-ტესტის ნეგატიური პასუხით, დღეიდან ემატება შემდეგი ქვეყნები: სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი.

შეგახსენებთ, რომ თითქმის 10-თვიანი პაუზის შემდეგ, რეგულარული ფრენები ქვეყანაში 1 თებერვლიდან აღდგა. სახმელეთო საზღვრებზე კი, ამ ეტაპზე კვლავ არსებული რეჟიმი ნარჩუნდება.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები შეზღუდვა /