პროფესიულ სასწავლებლებში ყველა სახის პრაქტიკული სწავლება აღდგა
დღეიდან პროფესიულ სასწავლებლებში რეგულაციების დაცვით ყველა სახის პრაქტიკული სწავლება აღდგება.
ამასთან, უნივერსიტეტებში განახლდება კლინიკური, ლაბორატორიული და საგამოცდო პროცესები, ლექციების ჩატარება კი 15 მარტამდე კვლავ დისტანციურ ფორმატში გაგრძელდება.
15 მარტიდან სასწავლებლებს უფლება აქვთ სასწავლო პროცესი აუდიტორიებში გააგრძელონ, თუმცა ამასთან დაკავშირებით თავად უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

| Print |
FaceBook Twitter Google