გურჯაანის ბაღებში სააღმზრდელო პროცესი რეგულაციების დაცვით განახლდა
დღეს გურჯაანის საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდა. როგორც ჩვენთან საუბარში სააღმზრდელო გაერთიანების ხელმღვანელმა ლელა თევდორაშვილმა განაცხადა მუნიციპალიტეტის მასშტაბით ბაღებში2090 აღსაზრელია ჩარიცხული, თუმცა დღეს სულ 691 ბავშვი გამოცხადდა
„დღეს ყველა ბაღში განახლდა სააღმზრდელო პროცესი გარდა სოფელ გურჯაანის პირველსა და ნანიანის ბაღისა, იქ ინფრასქტრუქტურული პრობლემებია მოსაგვარებელი. პროცესი განვაახლეთ ყველა რეკომენდაციის და რეგულაციის დაცვით. დაცულია დისტანცია ბავშვების მიღების დროს,არ დაიშვებიან მშობლები, ტარდება თერმოსკრინინგი, არის დეზობარიერები, ყველა ბაღში მოწყობილია საიზოლაციო ოთახები . განსაკუთრებით გავაკონტროლებთ პროდუქტის შემოტანის პროცესს . მოხდა თანამშრომელთა სწრაფი ტესტირება კოვიდთან დაკავშირებით. ფაქტობრივად ასი პროცენტი დაიტესტა. ტესტის შედეგად ვირუსი არავის დაუფიქსირდა . ასევე შევიმუშავეთ პროტოკოლი ბაღში კოვიდის დადასტურების შემთხვევაში როგორ უნდა მოვიქცეთ. მაგალითად, თუ ჯგუფში ბავშვს დაუდასტურდა ვირუსი, ჯგუფი წერტილოვნად დაიკეტება, მაგრამ თუ დანარჩენ პერსონალს დაუდასტურდა ამ შემთხვევაში ბაღი ორი კვირით დაიკეტება. “

მისივე თქმით, თანამშრომლები კორონავირუსზე კიდევ 15 მარტს დაიტესტებიან.





| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ბაღი / გურჯაანი /