გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს კახეთში თოვლჭყაპია
მოსალოდნელი. უწყების ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა ღამით -4
გრადუსამდე დაიწევს.
თოვლჭყაპია მოსალოდნელი გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +6 გრადუსამდე
გათბება, ღამით კი --2 გრადუსი დაფიქსირდება. ლაგოდეხშიც თოვლჭყაპია
ნავარაუდები. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +8 გრადუსი
იქნება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლჭყაპს პროგნოზირებენ
თელავშიც, სადაც დღის განმავლობაში +7 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი
-4 გრადუსია მოსალოდნელი. +7 და თოვლია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით
კი ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსამდე დაიწევს.
მასალის გამოყენების პირობები